ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერთან შეხვედრებზე აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის საკითხი არ განხილულა. ასე გამოეხმაურა კალაძე ოპოზიციის ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა სომხურ მხარესთან ამ საკითხზე მუშაობს.
„მსჯელობაც კი არ ყოფილა მთავრობაში ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს და ბევრს ცრუობს. ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა მინისტრმა.

























