სომხეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა შესაძლოა ID ბარათით გახდეს შესაძლებელი. აღნიშნულ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. როგორც news.am-ი წერს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრსსპიკერმა ანნა ნაღდალიანმა განაცხადა, რომ ნიკოლ პაშინიანის საქართველში ვიზიტისას მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით და ეს შეეხო ID ბარათით მიმოსვლის შესაძლებლობასაც.
„როდის შევა ძალაში აღნიშნული შეთანხმება“, - ამ კითხვაზე კი საგარეო უწყების პრესსპიკერმა განაცხადა: „მემორანდუმის ხელმოწერა ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო შეთანხმების დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი შეიქმნა".
შეგახსენებთ, ნიკოლ პაშინიანი საქართველოში ორი დღით იმყოფებოდა.