ავიაკომპანია Armenia–ს რეისები Georgian Airways–თან იქნება შეთავსებული. გეგმის მიხედვით, ტრანზიტული რეისის თბილისი–ერევანი–მოსკოვის ლოდინის დრო ერევანში 50 წუთია.
ამას გარდა, სომხური ავიაკომპანია ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს მოსკოვი-გიუმრი-ბათუმის მიმართულებითაც.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით რვა ივლისიდან საქართველოსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავია-მიმოსვლა შეწყდება.

























