"სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფები მოსკოვი-ერევანს შორის თითქმის განახევრდა",- ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია პრემიერმინისტრ კარენ კარაპეტიანზე დაყრნობით ავრცელებს, რომელმაც შესაბამისი განცხადება საკუთარი Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.
როგორც სომხეთის პრემიერმინისტრი აღნიშნავს, აქამდე სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე მაღალი ტარიფები იყო, რაც აისახებოდა როგორც პროცესზე, ასევე სატარიფო პოლიტიკაზე.
პრემიერმინისტრის ცნობით, ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა საქართველოს, სომხეთსა და რუსეთს შორის.
"22 თებრვლიდან ძალაში შევიდა ახალი ტარიფები ქართულ მხარესთან, რუსულ მხარესთან ახალი ტარიფები კი 13 მარტიდან მოქმედებს",- წერია სტატიაში.
კარაპეტიანის ინფორმაციით, შედეგად, სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფები მოსკოვი-ერევანის მიმართულებით 2017 წლის პირველ ინავართან შედარებით დაახლოებით 35%-ით შემცირდა, ერევანი-მოსკოვის მიმართულებით კი 54%-მდე.
კონკრეტული ტარიფები არ სახელდება.
"საქმის კურსი" ამ საკითხზე "საქართველოს რკინიგზას" დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია ვერ დაგვიდასტურეს.

























