მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხური სტარტაპ-სისტემის ტური საქართველოში

5d88c51da2056
BM.GE
23.09.19 17:12
1679
21-22 სექტემბერს საქართველოს სომხეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები ეწვივნენ.

სომხურმა მხარემ სტარტაპებს , დამწყებ მეწარმეებსა და უკვე არსებულ მცირე თუ საშუალო ბიზნესის მფლობელებს ახალი შესაძლებლობები სპარკში გაუზიარა. თავის მხრივ, წარმატებულმა ქართული სტარტეპების მფლობელებმა ქვეყნის ეკოსისტემასა და დაფინანსების წყაროებზე ისაუბრეს.

ქართული და სომხური სტარტაპ იდეები სპარკში ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, აიეტ კუკავამ და კედარი ვენჩერსის წარმომადგენელმა ანი სირბილაძემ შეაფასეს.

სომხური სტარტაპ ტურის მიზანია, ქართველი და სომეხი მეწარმეების დაკავშირება, ადგილობრივი ეკოსისტემის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

2 დღიანი ტურის ფარგლებში სომხეთის ეკოსისტემის წარმომადგენლები საქათველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იმპაქტ ჰაბსაც ეწვივნენ.

ღონისძიების პარტნიორია თბილისის ბიზნეს აქსელერატორი სპარკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები