მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SONY-ს და ZEE-ს $10-მილიარდიანი გარიგება, შესაძლოა, აღდგეს

sony zee

საჯარო სკანდალის გამოწვევისა და სასამართლო დავის დაწყების შემდეგ, ვრცელდება ცნობები, რომ იაპონურ ტექნოლოგიურ გიგანტ Sony-სა და ინდურ Zee Entertainment-ს შორის ჩაშლილი გარიგება, შესაძლოა, აღდგეს და მისმა მოცულობამ 10 მილიარდი დოლარი შეადგინოს.

გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აზიის რეგიონში უმსხვილესი სატელევიზიო-მედია პლატფორმა შეიქმნება, რომელიც მილიარდამდე მაყურებელს მოემსახურება.

როგორც ირკვევა, კომპანიებს შორის მოლაპარაკების ჩაშლამ ინდოეთისა და იაპონიის მთავრობების დაინტერესება გამოიწვია და ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოლაპარაკებებში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი სამინისტროები, სწორედ ამის ხარჯზე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ Zee-ს პორტფელის მიმართ დაინტერესებას გამოხატავს ინდოეთის უმდიდრესი მოქალაქის, მუკეშ ამბანის საინვესტიციო ჰოლდინგიც, თუმცა მას კომპანიის სანაცვლოდ თითქმის ორჯერ ნაკლების გადახდა სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები