მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოროსის ფონდები ევროკავშირში პროგრამებს შეამცირებენ

ჯორჯ სოროსი

მილიარდერი ჯორჯ სოროსის ფონდები ევროკავშირში პროგრამების დაფინანსების შემცირებას გეგმავს. როგორც Reuters წერს, ღია საზოგადოების ფონდის ყურადღებას გაამახვილებს და რესურსებს მიმართავს მსოფლიოს სხვა ნაწილში.

მედიაში გავრცელებულ შიდა მიმოწერაში ასევე წერია, რომ ევროკავშირმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ადამიანის უფლებების და პლურალიზმის მიმართულებით.

ამის ნაცვლად, ისინი გააფართოებენ თავიანთ საქმიანობას ევროპის, ევროკავშირის არაწევრ, ნაკლები კეთილდღეობის მქონე ქვეყნებში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში.

მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ სოროსმა ფონდების მართვა საკუთარ შვილს ალექსანდრ სოროსს გადააბარა.

2017 წელს ჯორჯ სოროსმა “ღია საზოგადოების ფონდებს” დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი გადასცა. ამ გადაწყვეტილებით, ღია საზოგადოების ფონდები აშშ-ში მეორე ყველაზე დიდი ფილანთროპული ორგანიზაცია გახდა.

ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერს პიროვნებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან სიტყვის თავისუფლების, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის, აგრეთვე თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების შესაქმნელად. Forbes-ის შეფასებით, სოროსის ქონება 6.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული უნგრეთში დაბადებულ მილიარდერს 30 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საკუთარი ორგანიზაციისთვის გადაცემული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები