მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოსო ფხაკაძე: ჩვენი ეკონომიკა ობიექტურად იმსახურებს, ჰქონდეს უფრო ძლიერი ეროვნული ვალუტა

5d494174d108b
თელარა გელანტია
06.08.19 12:58
1089
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის შეფასებით, ქვეყანაში საგარეო შოკი არ გვაქვს.

ამის შესახებ ფხაკაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც BAG-ის პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სავალუტო ინტერვენციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

„2014-2018 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ გონივრულად იმოქმედა. გაცვლითი კურსის კორექციის გზით განხორციელდა უაღრესად მძიმე საგარეო შოკების შთანთქმა და საქართველო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული გამოვიდა ამ პროცესებიდან. დღეს ვითარება არის შეცვლილი და შესაბამისად საჭიროა სხვა ტიპის სავალუტო პოლიტიკის განხორციელება. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს, როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ასევე საქართველოს მთავრობასთან და ბუნებრივია, ყველანაირად შევეცდებით ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ შიდა სავალუტო ბაზარზე ვითარების დარეგულირების საქმეში. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ობიექტურად იმსახურებს ჰქონდეს უფრო ძლიერი ეროვნული ვალუტა, ვიდრე ის მას დღეს აქვს. დარწმუნებული ვართ ეროვნული ბანკის, მთავრობისა და ეკონომიკური სუბიექტების ერთობლივი ძალისხმევით უახლოეს დღეებში მოხერხდება ლარის კურსის კორექტირება დაწევის მიმართულებით”, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები