მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე: გვინდა, უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს საპენსიო რეფორმაზე

5c10d36e47c4e
თელარა გელანტია
12.12.18 13:21
727
"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ეკონიმიკის მინისტრ გიორგი ქობულიას გულახდილად უთხრეს, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობაა.

„ჩვენ გვინდა, უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს. ხელისუფლება ამბობს, რომ მართალია, არის ინფორმაციის ნაკლებობა. უახლოეს დღეებში დაიწყება ამ ინფორმაციის გავრცელება და მიაღწევს ნებისმიერ კომპანიამდე. გიდასტურებთ, რომ ინფორმაციის ნაკლებობა არსებობს და ეს ძალიან გულახდილად ვუთხარით მინისტრს",- აცხადებს ფხაკაძე.

მისივე თქმით, ყველაფერი მოსწრებადია, მთავარია ინფრომაცია მივიდეს ბიზნესკომპანიებამდე.

"მე მგონი, მოესწრება ყველაფერი. მთავარია, ხვალიდან, ზეგიდან სრული ინფორმაცია მთელი სიგრძე-სიგანით მივიდეს ყველა ბიზნესკომპანიამდე",- აცხადებს ფხაკაძე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები