მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოსო ფხაკაძე-ლარზე: ეროვნულ ბანკთან გვაქვს გარკვეული შეკითხვები

5d237b7b9e430
ელენე გოგბერაშვილი
08.07.19 21:18
1221
დღეს ბიზნესისა და პრემიერის შეხვედრას ლარის კურსის თემაზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია.

როგორც ცნობილი გახდა, ფინანსთა სამინისტრო ბიზნესს დაჰპირდა დახურულ კარს მიღმა, რომელსაც ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც დაესწრება, ლარის კურსის თემაზე იმსჯელონ.

როგორც გამოიკვეთა ბიზნესს სებ-ის სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკა არ მოსწონს.

„ჩვენ პრემიერს ვთხოვეთ, რომ კარგი იქნება თუ დახურულ კარს მიღმა ეროვნულ ბანკთან ერთად შევიკრიბებით. იქნება ბიზნესი და რამდენიმე ბანკის წარმომადგენელი. ჩვენ ჩვენი ხედვები გვაქვს ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით.

ლარის კურსი საკმაოდ სენსიტიური თემაა, ზოგადად სავალუტო პოლიტიკა. ჩვენ კომუნიკაცია საკმაოდ კარგი გვაქვს ეროვნულ ბანკთან, თუმცა არ დავმალავ, რომ გვაქვს გარკვეული შეკითხვები და ყველა ამ შეკითხვას პროფესიულ ფორმატში დავაყენებთ ამ შეხვედრაზე“, - აცხადებს „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები