ქუთაისში, ჰუალინგის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში კომპანიების რაოდენობა გაორმაგდა.
ამის შესახებ Bm.ge-ის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად თიზ-ში 200 კომპანიაა რეგისტრირებული; ერთი წლის წინ კი, მათი რიცხვი 90-ს არ აღემატებოდა.
„გასული წელი საკმაოდ წარმატებული იყო, რამდენადაც უკვე 200-მდე გაიზარდა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანიათა რაოდენობა, ეს ძირითადად სავაჭრო მიმართულების კომპანიებია, რომლებიც იმპორტ-ექსპორტით არიან დაკავებული; რაც შეეხება გადამამუშავებელ საწარმოებს, ველოდებით რამდენიმე ახალი ქარხნის ამუშავებას და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პროექტის დაწყების მიზნით“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.
ჰუალინგის ინდუსტრიული ზონა ქუთაისში 2015 წლის ოქტომბერში გაიხსნა და დღემდე თიზ-ში 60 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციაა მოზიდული.
ეს არის ბიზნესპარკი, რომელიც ჯამში, 71 ჰექტარს მოიცავს, საიდანაც თიზ-ი 36 ჰექტარზეა განთავსებული, დარჩენილ 35 ჰა-ზე კი, ჰუალინგის სასტუმრო, საერთო საცხოვრებლები, შოურუმები და საოფისე ფართებია განლაგებული.

























