მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოსო ორჯონიკიძე: "რაიონული სასამართლოები უნდა აღდგეს"

5cb24daaafe8d
ანუკა ჯოხაძე
14.04.19 12:50
2290
ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე BM.GE-სთან საუბრისას ქვეყნის სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს.

მისი განმარტებით, სამართლის საძიებლად ადამიანი მესტიიდან ქუთაისში არ უნდა ჩადიოდეს. ორჯონიკიძის აზრით, რაიონებში სასამართლოება აღსადგენი, რათა ეს სისტემა მოსახლეობისთვის ბევრად უფრო მოქნილი გახდეს.

"შეცდომების წარმოშობა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა სისტემური არასრულფასოვნებაა", - ასე აფასებს ბიზნესმენი სასამართლო სისტემას, რომელიც დღეს, როგორც ორჯონიკიძე ამბობს, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.

"სასამართლო სისტემა სერიოზული გამოწვევაა. მე მიმაჩნია, რომ იმ სიაზე კი არ არის ლაპარაკი, ვინ იქნება სასამართლოში, ლაპარაკია იმაზე, როგორი სისტემაა. ხალხს ეს სისტემა აწყობს, თუ არ აწყობს. ნებისმიერი სისტემა უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ ხალხს ჰქონდეს წვდომა, იაფი და სწრაფი წვდომა. რაიონული სასამართლოები უნდა აღდგეს. თუ სისტემა სრულფასოვანია და ეს შემუშავებულია ხალხის მონაწილეობით, ან მათი თანხმობთ არის მიღებული, მაშინ მას ყოველთვის ექნება მხარდაჭერა", - ამბობს სოსო ორჯონიკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები