მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოც მედია ვარსკვლავი ორელიენ ფონტენუე ეიფელის კოშკზე ველოსიპედით რეკორდულ დროში ავიდა

ორელიენ ფონტენუე

სპორტში იშვიათია ისეთი მსოფლიო რეკორდები, რომლებიც 23 წელზე მეტხანს ძლებს. მაგრამ კიდევ უფრო იშვიათია ისეთი მიღწევები, რომლებიც უნაურობის შეგრძნებას გიტოვებს.
გასულ კვირას სწორედ ასეთი უცნაური რეკორდი მოიხსნა: ველოსიპედისტმა და სოციალური ქსელების ვარსკვლავმა ორელიენ ფონტენუამ აიარა მთელი ეიფელის კოშკი ველოსიპედით და ამისათვის ნაგებობის კიბეები გამოიყენა.

მან ეს გზა, რომელიც 686 საფეხურს მოიცავს, 12 წუთსა და 30 წამში დაფარა და შვიდი წუთით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც 2002 წელს ჰიუგ რიშარმა დაამყარა.

ეს შედეგი მრავალი თვის ინტენსიური ვარჯიშის შედეგია. საათობით დარბაზში მუშაობა, ბაგირით ვარჯიში და ხტომის ტექნიკის სრულყოფა. ფონტენუა მსგავსი ექსტრემალური ამოცანების გამოცდილებას უკვე ფლობს: მან უკვე “დაიპყრო“ პარიზის რამდენიმე შენობა და ესტონეთში მდებარე ტელეანძაც.

თუმცა ეიფელის კოშკზე ასვლა მისთვის მხოლოდ ფიზიკური გამოწვევა არ ყოფილა — ასეთი ისტორიული ადგილის გარშემო რეკორდის ორგანიზება უზარმაზარი ბიუროკრატიული და ლოგისტიკური სირთულეებით იყო სავსე.

“ამ პროექტზე მუშაობა დაახლოებით ოთხი წლის წინ დავიწყე. თავიდან Tour Trinity-ს შენობაზე ასვლა ვცადე და შემდეგ ვაპირებდი ეიფელის კოშკზე გადასვლას, მაგრამ ჯერ პანდემია, მერე ოლიმპიადა, შემდეგ კი კოშკის სარემონტო სამუშაოები – ყველაფერი გადაიდო. ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა, რომ ეს დღევანდელ დღემდე მიმეყვანა“ - აცხადებს ფონტენუა.

ყოფილი პროფესიონალი მთის ველოსიპედისტი, რომელმაც ხუთი წლის წინ შეწყვიტა კარიერა, ამბობს, რომ ასეთი გამორჩეული პროექტები საშუალებას აძლევს, საკუთარ თავს გამოწვევა მისცეს და ამავდროულად პოპულარიზაცია გაუწიოს საყვარელ სპორტს.

ფონტენუას TikTok-სა და YouTube-ზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. იქ ის ავრცელებს გამოწვევების ვიდეოებს, ტუტორიალებსა და ველოსიპედების მიმოხილვებსაც. მისივე თქმით, თავის ბოლო დანიშნულებად “ბურჯ-ხალიფას” ავლას განიხილავს, რომელიც მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები