“ბაბალე” ასე ჰქვია სოციალურ საწარმოს, რომელიც უკვე მრავალი წელია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ქმნის სივრცეს, სადაც მათ შეუძლიათ ხატონ, ისწავლონ კერამიკასა და ქსოვილებზე მუშაობა, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. ბაბალეს მიზნები მასშტაბურია თუმცა რაც ყველაზე მთავარია სოციალური საწარმო ხელს უწყობს ბავშვებს მომავალში შეძლონ დასაქმება, ჰქონდეთ პროფესია და აკეთონ მათთვის საყვარელი საქმე - ბაბალე საწარმო სივრცესაც აერთიანებს, სადაც თითოეული პროდუქტის დამზადებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ერთვებიან.
სტუმარი: ლია ტაბატაძე - “ბაბალეს” დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად;