მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

S&P Global რეგიონის ბანკებს შორის ქართული ბანკების კონკურენტულ უპირატესობებზე წერს

S&P Global

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის თანახმად, 2025 წლისთვის საქართველოს საბანკო სექტორი კვლავაც სტაბილური და კონკურენტუნარიანია რეგიონში. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საბანკო რეგულირების მხრივ რეგიონში საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა გამოთქმულია შეშფოთება, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიისგან დაშორება, შესაძლოა, სებ-ის დამოუკიდებლობაზეც აისახოს.

უშუალოდ ბანკებთან მიმართებით კი S&P Global-ი აღნიშნავს, რომ წამყვანი ქართული ბანკების აქტივების ხარისხი ასევე, მათი მოგების მაჩვენბლები და ინოვაციების ათვისების დონე ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში მოწინავე პოზიციებს იკავებს

S&P-ის მიერ განსაზღვრული უპირატესობები, რაც ქართულ ბანკებს რეგიონის სხვა ბანკებთან მიმართებით აქვთ:

  1. რეგულირების სტანდარტები საქართველოს ეროვნული ბანკი (NBG) რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და სტაბილური რეგულატორია. განსხვავებით ყაზახეთისა და უზბეკეთის საბანკო სექტორებისგან, სადაც სახელმწიფო ჩარევა კვლავაც დიდ როლს ასრულებს.

  2. კაპიტალიზაცია და ფინანსური მდგრადობა საქართველოს ბანკებს, განსაკუთრებით TBC Bank-სა და Bank of Georgia-ს, უფრო მაღალი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბანკებს. ეს მათ საშუალებას აძლევს გააგრძელონ ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც რეგიონის ბანკები ძირითადად შიდა განვითარებაზე არიან კონცენტრირებულნი.

  3. საერთაშორისო გაფართოება რეგიონში არსებული სხვა ბანკებისგან განსხვავებით, საქართველოს საბანკო სექტორი აქტიურად ცდილობს საზღვრებს გარეთ ზრდას. TBC Bank-მა გააფართოვა თავისი საქმიანობა უზბეკეთში, ხოლო Bank of Georgia წარმატებით ოპერირებს სომხეთში. შედარებისთვის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ბანკები ძირითადად საკუთარ ბაზრებზე ფოკუსირდებიან.

  4. ბიზნეს-მოდელი და მომგებიანობა საქართველოს ბანკების საშუალო მოგების მაჩვენებელი (ROE) 20%-ზე მაღალია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება რეგიონის სხვა ბანკებს. მაგალითად, ყაზახეთის ბანკებში ეს მაჩვენებელი 15%-ს არ აჭარბებს, ხოლო უზბეკეთის ბანკებში საბანკო სექტორი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და მოგება შედარებით დაბალია.

  5. ციფრული საბანკო მომსახურება საქართველოს ბანკები ლიდერობენ ციფრული საბანკო მომსახურების განვითარებაში. TBC Bank-ისა და Bank of Georgia-ს ციფრული პლატფორმები მომხმარებლებს სთავაზობენ განვითარებულ ფინტექ სერვისებს, მაშინ როდესაც უზბეკეთსა და აზერბაიჯანში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი პროგრესი სჭირდებათ.

სხვა ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი და აზერბაიჯანი, ბოლო წლებში შეინიშნება რეგულაციების გაუმჯობესების მცდელობები, თუმცა მათი საბანკო სექტორები კვლავ ექვემდებარებიან სახელმწიფო გავლენას. უზბეკეთში რეგულირების სისტემა ჯერ კიდევ განვითარებადია, ხოლო სომხეთში საბანკო ზედამხედველობა მეტწილად სტაბილურია, თუმცა მცირე საბაზრო მოცულობა გავლენას ახდენს სექტორის კონკურენტუნარიანობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები