მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spacebox: ვალენტინობის დღისთვის წინასწარი შეკვეთები უკვე გვაქვს

spacebox

შოკოლადის ბოქსების მწარმოებელი ქართულ კომპანია Spacebox, რომელიც ბაზარზე 3 წელია ოპერირებს, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებულ გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ანუკა კაკაბაძემ BM.GE-სთან განაცხადა, ვალენტინობის დღისთვის Spacebox მომხმარებელს 2 სახის ბოქსს სთავაზობს. კერძოდ, შოკოლადის გულის ფორმის ბოქსს, რომელსაც “ამბავი ჩვენზე” ჰქვია და ჩახუტებული კოსმონავტების ბოქსი, რომელიც „კოსმოსური სიყვარულის“ სახელითაა წარმოდგენილი.

მისივე ინფორმაციით, კომპანია 1 თებერვლიდან ვალენტინობის დღისთვის მარკეტინგულ კომპანიებშია ჩართული, შესაბამისად, მომხმარებლები შეკვეთების განხორციელებას წინასწარვე იწყებენ.

„ვალენტინობის დღისთვის წინასწარი შეკვეთები უკვე გვაქვს. შოკოლადის ბოქსების ღირებულება, 33 ლარიდან იწყება და 59 ლარის ფარგლებში მერყეობს. ფასები დამოკიდებულია ბოქსის თემატიკასა და დიზაინზე, ამასთან ყუთში მოთავსებული შოკოლადების რაოდენობაზეც.

რაც შეეხება ვალენტინობის დღისთვის შექმნილ შოკოლადის გულის ფორმიანი ბოქსს, მისი ღირებულება 59 ლარითაა განსაზრვრული, ხოლო ჩახუტებული კოსმონავტების ბოქსი, 56 ლარი ღირს. ამასთან ერთად, მომხმარებელს დამატებით სასიყვარულო ბარათების ნაკრების შეძენაც შეუძლია, რომელიც კონვერტში იდება და მისი ფასი 10 ლარია.

თავდაპირველად, ვალენტინობის დღისთვის ჩვენს შოკოლადებს უფრო ქალბატონები ყიდულობდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში არსებულმა ტენდენციამ აჩვენა, რომ მამაკაცებიც ძალიან არიან გააქტიურებული. მოლოდინია, რომ 13-14 თებერვალს მამაკაცი მომხმარებლების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

2022 წელს 2023 წელი რომ შევადაროთ, გაყიდვები 3-ჯერ არის გაზრდილი. ანუ საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა. ასევე კორპორაციული მომხმარებლების რაოდენობაც გაიზარდა, რომლებსაც შოკოლადზე საკუთარი ლოგოს დატანა სურთ, “- აცხადებს კაკაბაძე.

მისი ცნობით, წარმოებაც და მოთხოვნაც ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს, წარმოების 200%-ით ზრდა მოუწიათ, რამაც კადრების დამატება განაპირობა. ამ ეტაპზე, საწარმოში 3 ადამიანია დასაქმებული. ხოლო, საწარმოს სრულად მოსაწყობად, ჯამში 50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს.

რაც შეეხება ნედლეულს, კომპანია შოკოლადს ევროპიდან იმპორტირებული ნედლეულით აწარმოებს. პროდუქცია ამ ეტაპზე ონლაინ იყიდება. თუმცა, მიმდინარე წელს, საკუთარი სტენდის მოწყობაც იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები