მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spacefarms-მა წარმოება გაზარდა

სათბური

Spacefarms-მა წარმოება გაზარდა. ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ ეთერში Spacefarms-ის დამფუძნებელმა, ტუსა ღარიბაშვილმა ისაუბრა.

„ახლა უკვე იმ ეტაპზე გადავედით, რომ წარმოება გავზარდეთ და ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია სხვადასხვა ობიექტებშიც მოხდება. ამაზე მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვიმუშავებთ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ გავზარდოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელმისაწვდომი არ არის საქართველოში, ხშირ შემთხვევაში სეზონის გამო არის იმპორტირებული. ისეთი უნიკალური მცენარეები, როგორიცაა სალბი, მწვანე ბაზილიკი, ტაი ბაზილიკი  უკვე ხელმისაწვდომია  ჩვენი მომხმარებლისთვის ზამთარშიც,“ - განაცხადა ტუსა ღარიბაშვილმა.

Spacefarms-ის ფერმის ფართი 150  კვადრატული მეტრია. თუმცა რადგან ვერტიკალურადაა განლაგებული ფერმა, ჯამში 7-ჯერ მეტი ფართი გამოდის.

„Spacefarms-ში ჯამში 500 კილოგრამი სალათის ფურცელი მოდის და დამატებით 50 კილოგრამამდე მიკროგრინებს ვაწარმოებთ თვეში.“- აღნიშნავს ტუსა ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის პირველი ვერტიკალური სათბური ტუსა ღარიბაშვილმა 2019 წელს შექმნა, რომელიც მომხმარებლებს ეკონლოგიურად სუფთა ბოსტნეულს და მწვანილებს აწვდის . ბოსტნეულის მოყვანისას მიწას სუბსტრატები და წყალი ცვლის, ხოლო მზის ენერგიას - Led განათება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები