მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SpaceX აშშ-ში საკუთარი მობილური ქსელის შექმნას და Starlink-ის ახალი სერვისის გაშვებას გეგმავს

starlink

კომპანია SpaceX-ი აშშ-ის მასშტაბით Starlink-ის მობილური სერვისის გაშვებას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს ამერიკულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ისეთ გიგანტებს გაუწიოს პირდაპირი კონკურენცია, როგორებიც Verizon-ი, AT&T და T-Mobile არიან.

Financial Times-ის ინფორმაციით, კომპანიის პრეზიდენტმა, გუინ შოტუელმა ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ განიხილება საცალო პროდუქტის შექმნა, რაც აშშ-ის ტერიტორიაზე საკუთარი მიწისზედა მობილური ქსელის განვითარებას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, ამერიკული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ათვისების მიზნით, კომპანიამ გასული წლის სექტემბერში EchoStar-ისგან $17 მილიარდის ღირებულების უსადენო სიხშირეების ლიცენზიები შეიძინა, ნოემბერში კი ამ მიმართულებით დამატებით $2.6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა.

ანალიტიკოსების შეფასებით, Starlink-ის ფართოზოლოვანი თანამგზავრული ქსელის გაფართოება აშშ-ის $1.6-ტრილიონიან საკომუნიკაციო ინდუსტრიაში არსებულ ძალთა ბალანსს მნიშვნელოვნად შეცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები