მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SpaceX-ის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, კომპანიამ მასკის მეორე ტრილიონიანი გიგანტი, Tesla მიიერთოს

Tesla და SpaceX

კაცობრიობის ისტორიაში აქციების ყველაზე მსხვილი და წარმატებული პირველადი საჯარო განთავსების შემდეგ SpaceX-ის მოქმედმა დირექტორმა, გვინ შოტუელმა მედიასთან საუბრისას ღიად დააფიქსირა, რომ კომპანიაში აქტიურად განიხილავენ ილონ მასკის მეორე ტრილიონიანი ავტოინდუსტრიის გიგანტის, Tesla-ს მიერთებას.

შოტუელის განცხადებით, ორ გიგანტს შორის ალიანსის ჩამოყალიბება აწ უკვე ტრილიონერი ილონ მასკის ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს, რადგან მას აღარ მოუწევს ორ, დამოუკიდებელი სტრუქტურის მქონე საჯარო კომპანიაზე ცალ-ცალკე ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღებასაც გაცილებით მარტივად, ნაკლები ბიუროკრატიით შეძლებს.

შეგახსენებთ, მასკი SpaceX-ის ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი აქციონერია და მისი წილი მთლიან აეროკოსმოსურ კომპანიაში 42%-ს აღწევს. შესაბამისად, ის ჰოლდინგური ტიპის ფირმის ერთპიროვნული მმართველია და აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან მისი გაშვებაც მხოლოდ თავად შეუძლია. რაც შეეხება Tesla-ს, ელექტრომობილების ინდუსტრიის გიგანტში მასკი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს და მთლიანად კომპანიასაც აღმასრულებელი დირექტორის რანგში მართავს.

იმაზე მსჯელობისას, არსებობს თუ არა Tesla-სა და SpaceX-ის გაერთიანების შესაძლებლობა, ანალიტიკოსები იხსენებენ ფაქტს, რომ ორ კომპანიას შორის ინჟინრებისა და სხვადასხვა რესურსების გაზიარება უკვე მრავალი წელია აქტიურად დამკვიდრებული პრაქტიკაა. შესაბამისად, გაერთიანება ტექნიკურ სირთულეებს არ გამოიწვევს. ამას გარდა, თავად Tesla-ც ფლობს გარკვეულ წილს SpaceX-ში, რაც xAI-ში განხორციელებული ინვესტიციის შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები