ილონ მასკის კოსმოსურმა სტარტაპმა, SpaceX-მა კომპანია EchoStar-ისგან 17 მილიარდი დოლარის ღირებულების რადიო სიხშირის ლიცენზია შეიძინა.
ამ გარიგების შედეგად, Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს ოპერირებისათვის დამატებითი სიხშირეები გაეხსნება, რაც უკაბელო ინტერნეტის და მონაცემების გასაგზავნად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
SpaceX-ის განმარტებით, კომპანია აშშ-ის მასშტაბით სატელიტური ინტერნეტის დაფარვის ზონას გაზრდის და Starlink-ის სერვისს მილიონობით მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომს გახდის, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც საკაბელო ინტერნეტის და სატელეფონო კავშირის დაფარვის ზონა შედარებით ნაკლებია.




























