მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SpaceX-მა რაკეტა Starship-ი ორბიტაზე პირველად გაიყვანა

რაკეტა

ილონ მასკის აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა გიგანტური რაკეტა Starship-ი ორბიტაზე ისტორიული სატესტო ფრენის ფარგლებში პირველად გაიყვანა. როგორც ირკვევა, ტეხასის შტატში მდებარე ბაზიდან გაშვებულმა ხომალდმა დედამიწის ორბიტას ადგილობრივი დროით დილის 8:15 საათზე მიაღწია.

გაშვებიდან მალევე ხომალდის ამაჩქარებელმა სანაპიროსთან "რბილი დაშვება" წარმატებით შეასრულა, თავად Starship-მა კი სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე მოძრაობა წარმატებით განაგრძო. ხომალდმა ორბიტაზე გასვლის შემდეგ 26 ახალი Starlink V3 თანამგზავრის განთავსება დაიწყო.

ცნობისთვის, SpaceX-ი ხომალდს NASA-ს მომავალი წლის სატესტო მისიისთვის ამზადებს და მთვარის ზედაპირზე ამერიკელი ასტრონავტების დაბრუნებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები