მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SpaceX-მა საჯარო შეთავაზების განაცხადი კონფიდენციალურად წარადგინა

SpaceX

ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში საჯარო შეთავაზების, იგივე IPO-ს შესახებ განაცხადი კონფიდენციალურად ოფიციალურად წარადგინა.

Bloomberg-ისა და CNBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ბირჟაზე გასვლას ივნისისთვის გეგმავს, რის შედეგადაც მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ, შესაძლოა, $1.75 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს.

აღსანიშნავია, რომ თუ პროცესი წარმატებით დასრულდა, ეს იქნება ისტორიაში უმსხვილესი საჯარო შეთავაზება, რომელიც სამჯერ გადააჭარბებს ჩინური Alibaba−ს მიერ 2014 წელს დამყარებულ $22-მილიარდიან რეკორდს. აღსანიშნავია, რომ კონფიდენციალური განაცხადი კომპანიას საშუალებას აძლევს, ფინანსური მონაცემები საჯარო გამჟღავნებამდე მარეგულირებელთან დეტალურად შეათანხმოს.

მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ თებერვალში SpaceX-სს ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ს შეუერთდა, რის შემდეგაც გაერთიანებული სუბიექტის შეფასება $1.25 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ის ფაქტი, რომ მასკი საფონდო ბირჟაზე ორი ტექნოლოგიური გიგანტის გაერთიანებით გადის, აჩენს ალბათობას, რომ ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ისტორიაში პირველი ტრილიონერიც გახდება. ამასთან, ის გახდება პირველი ადამიანი, რომელი ორ დამოუკიდებელ ტრილიონიან საჯარო კომპანიას: Tesla-სა და SpaceX-სს უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგაც დარჩება NASA-ს უმსხვილეს პარტნიორად და გააგრძელებს მუშაობს იმ რაკეტაზე, რომელმაც ადამიანები მთვარესა და მარსზე უნდა წაიყვანოს. ცნობისთვის, ეს კოსმოსური კომპანია არამარტო რაკეტებს ქმნის, არამედ მართავს Starlink-ის თანამგზავრულ ინტერნეტს და ფლობს სოციალურ ქსელ X-ს, რაც მის საბაზრო გავლენას კიდევ უფრო აძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე წარმატებას ანალიტიკოსების პირდაპირ უკავშირებენ ომს ახლო აღმოსავლეთში. მათი შეფასებით, IPO-ს წარმატება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დასტაბილურდება ვითარება ივნისისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები