ამერიკული კერძო კომპანია SpaceX-ის საკუთრებაში არსებულმა ხომალდმზიდმა Falcon 9-მ, ორბიტაზე გაიყვანა სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი Inmarsat-5 F4, რომელიც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს საჰაერო და საზღვაო ხომალდებს.
BBC-ის ინფორმაციით, Inmarsat-5 F4, Boeing-ის მიერ არის დამზადებული და 6 ტონაზე მეტს იწონის. ამ დროისთვისთვის, ის ყველაზე მძიმე ტვირთია, რომელიც Falcon 9-მ ორბოტაზე გაიყვანა.
SpaceX, ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის კომპანიაა.

























