მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SpaceX ტეხასში $55-მილიარდიანი ჩიპების საწარმოს, Terafab-ის მშენებლობას გეგმავს

terafab

ილონ მასკის SpaceX-მა ტეხასში ნახევარგამტარების გიგანტური საწარმოს, Terafab-ის მშენებლობის გეგმა წარადგინა, რისთვისაც საწყისი ინვესტიცია $55 მილიარდს შეადგენს.

პროექტი, რომელიც Tesla-სთან ერთობლივი ინიციატივაა, აშშ-ში ჩიპების შიდა წარმოების გაზრდასა და გარე მომწოდებლებზე, მათ შორის Samsung-სა და TSMC-ზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

არსებული ინფორმაციით, თუ მშენებლობის დამატებითი ფაზები დასრულდა, ჯამური საინვესტიციო მოცულობა, შესაძლოა, $119 მილიარდამდე გაიზარდოს.

ყველაფერთან ერთად, ახალი ქარხანა გრაფიკული პროცესორების წარმოებას უზრუნველყოფს, რაც Tesla-ს თვითმართვადი სისტემების, ჰუმანოიდი რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მუშაობისთვის არის აუცილებელი.

შეგახსენებთ, Terafab-ის პროექტი გრაიმსის ოლქში, სპეციალურ რეინვესტირების ზონაში განხორციელდება. ადგილობრივი ხელისუფლება ქონების გადასახადის შეღავათების შესახებ შეთანხმებას განიხილავს, რაც პროექტის ფინანსური მხარდაჭერის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები