მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სპარ საქართველო” 10 წლისაა

სპარ საქართველო 10 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კომპანიამ თანამშრომლებისთვის ღონისძიება გამართა, სადაც მათ განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნა. სპარ საქართველო 2014 წლიდან დღემდე, რითეილ სექტორში ერტ-ერთ მსხვილ კომპანიად, პარალელურად კი დამსაქმებლად იქცა. დაბადების დღის აღნიშვნასთან ერთად, ღონისძიებაზე ჰოლდინგმა ფუდმარტმა მაღაზიათა ქსელ დეილისთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. საქართველოს ბაზარზე სპარი შპს ფუდმარტის ჰოლდინგის ქვეშ ოპერირებს. თავის მხრივ ჰოლდინგი კი ქსელში არსებული მაღაზიების: სპარის, იოლის კალათასა და ახლა უკვე შპს დეილის საოპერაციო მართვას უზრუნველყოფს. ამ ტრანზაქციით, ჰოლდინგის ქვეშ 1200-მდე მაღაზია არის გაერთიანებული, ჯამური შემოსავალი 750 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, გადახდილი გადასახადებისა და ბიუჯეტში შეტანილი კონტრიბუციის მოცულობა კი 39 მლნ ლარს უტოლდება. კომპანიას ამჟამად 8500-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები