მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპარ საქართველო ზუგდიდის მოვაჭრეებს მათი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს

57ab2af7ea57a
BM.GE
10.08.16 17:17
2412
ზუგდიდი, 10 აგვისტო, 15:00 სთ-ქართული საცალო ვაჭრობის ბაზარზე სპარ საქართველოს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში პირველი რეგიონული ფრენჩაიზი ზუგდიდში ოფიციალურად გაიხსნება.
 
ბრენდის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი, სპარ საქართველო, ყველა ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს შიდა ფრენჩაიზინგის ლიცენზიის მოპოვებასა და ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. ლოკალურად სპარის ბრენდის ქვეშ გაერთიანება, დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეებს ყველა იმ უპირატესობით სარგებლობას სთავაზობს, რითაც თავად სპარი ოპერირებს.

"საერთაშორისო ექსპერტიზა და ბრენდის 84 წლიანი გამოცდილება ნებისმიერი მსურველისთვის ორგანიზებულ საცალო ვაჭრობის ბაზარზე აქტიურად, ეფექტურად და აგრესიულად შესვლის გარანტია. პროექტში ჩართვა და სპარის ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია როგორც არსებული მაღაზიებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველი ინვესტორისა თუ მეწარმესთვის.

პირველი ფრანშიზის მიმღები შპს „ევროფუდია“, რომელიც აღნიშნული პროექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა. კომპანიის დამფუძნებლებს, ირაკლი ბასილაიასა და გიორგი ნარმანიას, სპარის ოფიციალური ლიცენზია გადაეცათ.

სპარის ყველა ფრენჩაიზი, რომელიც მსოფლიოში რამდენიმე ათასი დამოუკიდებლად მოქმედი მაღაზიისგან შედგება, აღნიშნული მოდელის ეფექტურობის ცალსახა მტკიცებულებაა.

სპარ საქართველოს მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს უკეთესი არჩევანი, საკუთარი ბრენდული პროდუქცია და მასზე მორგებული მომსახურება.
აღნიშნული პროექტის განვითარებას სპარ საქართველო რეგიონებში განაგრძობს", - განმარტავენ კომპანიაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები