სპარსეთის ყურეში დაძაბული ვითარების გამო, ნავთობის ფასი დღეს მოულოდნელად გაიზარდა.
bloomberg-ის ინფორმაციით, ხუთშაბათის ვაჭრობის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $63,46 დოლარი შეადგინა, რაც გუშინდელთან შედარებით, დაახლოებით, $1,64-ით მეტია.
რაც შეეხება ამერიკულ West Texas Intermediate-ს, ამ სახეობის ნავთობის ფასმა $ 1,52-ით აიწია და ბარელზე 52,28 აშშ დოლარი დაფიქსირდა.
ფასების მერყეობის მიზეზდ ანალიტიკოსები ამჯერად, ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულ ურთიერთობებს ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ როგორც დღეს დილით გახდა ცნობილი, ირანმა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

























