მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სპეც. მმართველის უფლებამოსილება განუსაზღვრელია, რაც მას საკუთრების უფლებაში ჩარევის შესაძლებლობას აძლევს”

606c9b23e49a2
ლიკა გურაბანიძე
06.04.21 23:00
574

კომუნიკაციების შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება მიეცა, ანგარიშვალდებულ საწარმოში, რომელიც კომისიის მიერ კონტროლდება გარკვეულ კანონმდებლობას არღვევს და მის გამოსწორებაზე არ ზრუნავს, სპეციალური მმართველი დანიშნოს. ამ თემის კომენტირებისას “საქმიან დილაში” Gnomon Wise-ის მკვლევარმა, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ზედელაშვილმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით სპეციალური მმართველის უფლებამოსილება ფართოვდება, რაც მას საკუთრების უფლებაში მძიმე ჩარევის შესაძლებლობას აძლევს.

“სპეციალური მმართველი თითქოს ერთი შეხედვით კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის უნდა ინიშნებოდეს, თუმცა მისი უფლებამოსილება ფართო და განუსაზღვრელია, შედეგად საკუთრების უფლებაში ძალიან მძიმე ჩარევის შესაძლებლობას იძლევა, მაგალითად: რეორგანიზაციის, გარიგებების დადების, თანამშრომელთა ხელფასების და მათი კონტრაქტების საკითხების.

შედეგად, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ მნიშვნელოვანი სისტემური საფრთხეებია ადამიანის უფლებებთან და სამართლის უზენაესობასთან მიმართებით. ვენეციის კომისიამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციული თვითნებობის სისტემა, სადაც არ მუშაობს ათწლეულების განმავლობაში შექმნილი სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების არცერთი მაკონტროლებელი მექანიზმი ” - განმარტა ზედელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები