VELI.store, როგორც საქართველოში წამყვანი ecommerce პლატფორმა, ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებს 3 დღიან ქეშბექ აქციას სთავაზობს.
ველის და თიბისი კონცეპტის საერთო შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს 100 ლარამდე თანხის მომენტალურად დაბრუნების შესაძლებლობა აქვს იმ პროდუქტებზე, რომლებსაც თიბისი კონცეპტის კატეგორიაში ნახავს.
30%-იანი მომენტალური ქეშბექის მიღება თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით გადახდისას შეგიძლიათ, მხოლოდ ერთხელ - 24, 25 და 26 მარტს.
სპეციალურად შექმნილ კატეგორიაში ნივთები კვლევისა და მომხმარებლების ინტერესების მიხედვით შეირჩა, რომელშიც ველის 16 კატეგორიიდან ნახავთ ნივთებს. დაწყებული ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებიდან, დამთავრებული ექსკლუზიური ბრენდებით, რომელთა შეძენაც საქართველოში მხოლოდ VELI.store-ზე შეგიძლიათ.
ველიმ შეკვეთის მიწოდების სასურველი დროის არჩევა ტექნოლოგიურად შესაძლებელი გახადა, რაც ნიშნავს, რომ შეკვეთის განთავსებისას თქვენ თავად ირჩევთ დროის იმ ინტერვალს, რომელშიც შენაძენის მიღება გსურთ.
ველიზე აღმოაჩენთ:
● Მაღალი ხარისხის ტექნიკის მრავალფეროვნებას როგორც სახლისთვის, ისე მუშაობის, სწავლის თუ გართობისთვის. მათ შორის Apple-ის პროდუქციას ოფიციალური გარანტიით, Dyson-ის თმის სახვევებსა თუ მტვერსასრუტებს და სხვა.
● ქართული ბრენდების ნივთებს ერთ სივრცეში.
● ნივთებს სახლის მოწყობისთვის - დეკორაციებს, ავეჯს, განათებებს და ა.შ.
● სილამაზისა და თავის მოვლის კატეგორიაში არსებულ ბესტსელერ პროდუქტებს.
● სასმელების ყველაზე დიდ არჩევანს ონლაინ სივრცეში და ბარის აქსესუარებს მშვიდი საღამოებისთვისა თუ დაუვიწყარი წვეულებებისთვის.
ეს, რა თქმა უნდა, სრული ჩამონათვალი არ არის, ველის ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება , რაც ნებისმიერ მომხმარებელს ონლაინ შოპინგს კიდევ უფრო უმარტივებს.
ადამიანებისთვის დროის გამოთავისუფლებისა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შენარჩუნების მიზნით, ველიმ შექმნა ფუნქციონალი, რომლითაც აქ შერჩეული ნივთის სასაჩუქრედ შეფუთვა და ადრესატთან მისალოც ბარათთან ერთად გაგზავნა სულ რამდენიმე ღილაკზე დაჭერითაა შესაძლებელი.
შეავსეთ კალათა VELI.store-ზე თიბისი კონცეპტის კატეგორიაში არსებული ნივთებით, გადახადეთ თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით და დაუბრუნეთ 100 ლარამდე თანხა მომენტალურად.