მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალური შეთავაზება Visa-ს მომხმარებლებს ველისგან - Visa X VELI

6433babeb6fea
BM.GE
10.04.23 11:39
409
სტატიაში საუბარია:
VELI.store და Visa დამეგობრდნენ!

საქართველოში ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის ველი ნებისმიერი ბანკის Visa ბარათის მომხმარებლებს 5 დღის განმავლობაში 30%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს.

ველის და Visa-ს საერთო შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს 150 ლარამდე თანხის მომენტალურად დაბრუნების შესაძლებლობა პლატფორმის ნებისმიერ კატეგორიაში შოპინგისას აქვს.

30%-იანი მომენტალური ქეშბექის მიღება ნებისმიერი ბანკის Visa ბარათით გადახდისას შეგიძლიათ, მხოლოდ ერთხელ - 10 აპრილიდან - 15 აპრილის ჩათვლით.

ველის 16 კატეგორიაში ნახავთ 30 000-მდე უნიკალურ პროდუქტს. დაწყებული ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებიდან, დამთავრებული ექსკლუზიური ბრენდებით, რომელთა შეძენაც საქართველოში მხოლოდ VELI.store-ზე შეგიძლიათ.

ველიმ, შეკვეთის მიწოდების სასურველი დროის არჩევა ტექნოლოგიურად შესაძლებელი გახადა, რაც ნიშნავს, რომ შეკვეთის განთავსებისას თქვენ თავად ირჩევთ დროის იმ ინტერვალს, რომელშიც შენაძენის მიღება გსურთ.

ველიზე აღმოაჩენთ:

● Მაღალი ხარისხის ტექნიკის მრავალფეროვნებას როგორც სახლისთვის, ისე მუშაობის, სწავლის თუ გართობისთვის. მათ შორის Apple-ის პროდუქციას ოფიციალური გარანტიით.
● ქართული ბრენდების ნივთებს ერთ სივრცეში.
● ნივთებს  სახლის მოწყობისთვის - დეკორაციებს, ავეჯს, განათებებს და ა.შ.
● სილამაზისა და თავის მოვლის კატეგორიაში არსებულ ბესტსელერ პროდუქტებს.
● სასმელების ყველაზე დიდ არჩევანს ონლაინ სივრცეში და ბარის აქსესუარებს მშვიდი საღამოებისთვისა თუ დაუვიწყარი წვეულებებისთვის.

ეს, რა თქმა უნდა, სრული ჩამონათვალი არ არის, ველის ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება, რაც ნებისმიერ მომხმარებელს ონლაინ შოპინგს კიდევ უფრო უმარტივებს.

ადამიანებისთვის დროის გამოთავისუფლებისა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შენარჩუნების მიზნით, ველიმ შექმნა ფუნქციონალი, რომლითაც აქ შერჩეული ნივთის სასაჩუქრედ შეფუთვა და ადრესატთან მისალოც ბარათთან ერთად გაგზავნა სულ რამდენიმე ღილაკზე დაჭერითაა შესაძლებელი.


შეავსეთ კალათა VELI.store-ზე, გადახადეთ ნებისმიერი ბანკის Visa ბარათით და დაუბრუნეთ 150 ლარამდე თანხა მომენტალურად.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები