მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალური შეთავაზებები Bridgestone საბურავებზე - იაპონური ბრენდი და „თეგეტა“ თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ

64a570e7c182b
BM.GE
05.07.23 17:30
468
„თეგეტა“ „ბრიჯსტოუნთან“ 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, იაპონური ბრენდის ერთგულ მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციებს სთავაზობს. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში „ბრიჯსტოუნის“ საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ქეშბექი მოქმედებს, ხოლო ონლაინმაღაზიაში ამავე ბრენდის საბურავებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ.

გარდა ამისა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს Bridgestone-ის ზაფხულის საბურავების ორი მოდელის შეძენა სპეციალურ ფასად შეეძლებათ - Bridgestone Dueler HT D840, ზომით 265/65R17 – 480 ლარი, ხოლო Bridgestone Turanza T005, ზომით 195/65R15 – 159 ლარი. სპეცშეთავაზებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „საბურავების მწარმოებელ იაპონურ ბრენდთან 25-წლიანი თანამშრომლობის აღნიშვნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გვინდა, რომ „ბრიჯსტოუნის“ მომხმარებლები წავახალისოთ და სხვადასხვა აქტივობა შევთავაზოთ. „ბრიჯსტოუნის“ პროდუქციის ძირითადი მახასიათებლებია: ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, გამძლეობა და მდგრადობა, საწვავის ეკონომია. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ბრენდის საბურავების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი: ზამთრის, ზაფხულის, სველ ან თოვლიან გზაზე გადაადგილებისთვის, ასევე - სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი. ამ ბრენდის პროდუქცია უსაფრთხო, საიმედო და კომფორტული მგზავრობის ყველა პირობას ქმნის. გარდა ამისა, ინოვაციური მიდგომებით შექმნილი საბურავები მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემსახურება“.

„თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი აქტივობების ფარგლებში განსაკუთრებული ფასები ბრენდის საბურავებზე მთელი საქართველოს მასშტაბით ივლისის ბოლომდე იმოქმედებს. განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნად სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.

მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტის, „ბრიჯსტოუნის“ ოფიციალური დილერი „თეგეტა“ 1998 წელს გახდა. 2022 წლის მონაცემებით, „თეგეტა მოტორსმა“ საქართველოში „ბრიჯსტოუნის“ 71 000 ცალი საბურავი გაყიდა, ხოლო მიმდინარე წელს, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში - 40 000 ცალი.

კომპანია „ბრიჯსტოუნი“ 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ კურუმეში დაარსდა. ის საბურავებს აწარმოებს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის. დღეს კომპანიას მსოფლიოში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მისი მთავარი მახასიათებლები წარმოების ხარისხი და ინოვაციურობაა.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში „ბრიჯსტოუნის“ საბურავების შეძენისას უსასრულო გარანტია მოქმედებს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები