მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპეკულაციური ბაზარი ენერგეტიკაში - გაუქმდება თუ არა PPA მემორანდუმები?

ეკონომიკის სამინისტრომ ენერგეტიკის სექტორში ინვესტორებზე გაცემული მემორანდუმების გადახედვა დაიწყო. მარიამ ქვრივიშვილის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ბიზნესი ამბობს, რომ საუბარია ახალ მემორანდუმებზე, რომელიც CFD აუქციონების შემდეგ ინვესტორებს პირდაპირი მოლაპარაკებების სქემის ფარგლებში გაუფორმდათ. კერძო სექტორი ამბობს, რომ წლების განმავლობაში დარგში სპეკულაციური ბაზარი ჩამოყალიბდა, ხდებოდა მემორანდუმებით ვაჭრობა, ამიტომ არ არის გამორიცხული სამინისტრომ ძველ პროექტებზე გაცემულ მემორანდუმებსაც გადახედოს. გაუქმდება თუ არა პირდაპირი მოლაპარაკებების გზით გაფორმებული კონტრაქტები და რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოს მთავრობამ რეალურად განხორციელებადი პროექტები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები