მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spend 4 seasons in Georgia უკრაინელების მხარდასაჭერად

BM.GE
01.03.22 16:23
313
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს საქართველოში აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა, არა მხოლოდ აქციების სახით, არამედ სოციალურ ქსელ ფეისბუქშიც, სადაც ტურისტული ჯგუფი Spend 4 seasons in Georgia-ის წევრები უკრაინელ მოქალაქეებს თანადგომას უცხადებენ და მათ დახმარებასაც სთავაზობენ: „ყველა უკრაინელ ოჯახს, ვისაც არ შეუძლია სამშობლოში დაბრუნება, შემიძლია დავუთმო სახლი …"საქართველოში მყოფი უკრაინელი ძმები და დები შეგვიძლია განვათავსოთ სასტუმროში უსასყიდლოდ".. 

ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ მესიჯების, რაც ზიარდება ყოველდღიურად ქოციალურ ქსელში. ხოლო როგორც Spend 4 seasons in Georgia-ის დამფუძნებლები ამბობენ, მიმდინარე მოვლენების ფონზე, პლატფორმა დაეთმობა ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, ვისაც შეუძლია რაიმე ფორმით დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინასა და საქართველოში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ასე ძალიან სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა.

სტუმარი: ქეთა გოლეთიანი - პლატფორმა Spend 4 Seasons in Georgia, თანადამფუძნებელი.