ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები"შეყრა" და "გაყრა" გააუქმა.
"ჩვენ სცენას ანდროს [ანდრო ჭიჭინაძე] გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt.ge (გაიხსნება დაბრუნების ღილაკი).
გილოცავთ ახალ წელს. იმედია, მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად", -წერია თეატრის facebook-გვერდზე.
აქციების საქმეზე დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძე პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მსახიობს 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება.