პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროფესიული კოლეჯის "სპექტრის" დირექტორთან ერთად, პროფესიული სასწავლებლების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პროფესიული სწავლების ინფრასტრუქტურა ყველგან განვითრდეს, რისთვისაც მსოფლიოს საუკეთესო მაგალითების გამოყენებაა საჭირო.
თავის მხრივ, პრემიერთან შეხვედრაზე "სპექტრის" დირექტორმა განაცხადა, რომ კერძო სექტორში სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნაა, თუმცა შრომის ბაზარი ამ მოთხოვნას სათანადოდ ვერ პასუხობს.
"ვაპირებთ, დავიწყოთ რამდენიმე ახალი მიმართულების პროფესიების ჩამოყალიბება. ეს არის ბიზნესის მოთხოვნა. 20–მდე კომპანიაში ჩავატარეთ შიდა კვლევა. მათგან დაახლოებით, 3000–ზე მეტი კადრია, რომელიც სჭირდება დღეს ბიზნესში მოქმედ საწარმოებსა და ბიზნესს და ეს კადრები არ გვყავს", – განაცხადა მათე ტაკიძემ.

























