მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპექტრუმმა სტუდენტებისთვის არქიტექტურის ეროვნული კონკურსი ჩაატარა

არქიტექტურულმა კომპანია სპექტრუმმა არქიტექტურის ეროვნული სტუდენტური კონკურსი პირველად ჩაატარა. კონკურსის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტების არქიტექტურის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსელებმა ფორმა შეავსეს, საიდანაც 60 აპლიკანტი აირჩა, რომლებმაც 8 მაისს ჰილტონ თბილისში, 5 საათის განმავლობაში კონკრეტულ არქიტექტურულ პროექტებზე იმუშავეს. 10 ფინალისტიდან ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა - ისინი ევროპის არქიტექტურულად გამორჩეულად ქალაქებში შემეცნებით ტურში გაემგზავრებიან, საიდანაც დავალებას ჩამოიტანენ და ერთი გამარჯვებული სპექტრუმში სტაჟირების შანსსაც მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები