მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სპეც რენთი”  სამშენებლო ტექნიკის ინდუსტრიაში ოპერირების მასშტაბებს ზრდის

“სპეც რენთი”  სამშენებლო ტექნიკის ინდუსტრიაში ოპერირების მასშტაბებს ზრდის 
22.01.24 10:19
1442

„სპეც რენთი“ სამშენებლო ტექნიკის ბაზარზე 2020 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანიის მისიაა ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებას მაღალი ხარისხის ტექნიკის და ინვენტარის გაქირავებისა და მომსახურების სერვისით. 2023 წლიდან კომპანია სრულად ფარავს და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს, პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე.

სამშენებლო ტექნიკისა და ინვენტარის უწყვეტი მიწოდების ჯაჭვის პარალელურად, „სპეც რენთის“ მისიაა მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომით და მოქნილი სისტემით შექმნას ყველაზე სანდო და ლოიალური სერვისი მძიმე ტექნიკის გაქირავების ბაზარზე.

„სპეც რენთის“ ავტოპარკი აერთიანებს სხვადასხვა დატვირთვის ექსკავატორებს, დამტვირთველებს, ამწეებს, სატკეპნებს, ხარაჩოებსა და სხვა სამშენებლო საველე ტექნიკასა და აქსესუარს. კომპანიის მფლობელობაშია მსოფლიო ისეთი ბრენდების ინდუსტრიული ტექნიკაა, როგორიცაა JCB, MAN, CATERPILLAR, MERCEDES BENZ, XCMG და სხვა. კომპანია „თიფოქსთან“ აქტიური თანამშრომლობით „სპეც რენთმა“ სამშენებლო ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი WEBER MT-ს ხელით მართვადი გრუნტის რევერსული სატკეპნი აპარატები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ „თიფოქსი“ ვებერის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

„სპეც რენთი“ მუდმივად აახლებს ავტოპარკს ახალი თაობის მოწყობილობებით. ავტოპარკის ყველა ტექნიკა ფლობს ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს. 2024 წლის ფარგლებში კი იგეგმება რამდენიმე ერთეულით JCB და CATERPILLAR ბრენდის მძიმე ტექნიკის შესყიდვა,“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი ლაშა ჭულუხაძე.

აღსანიშნავია, რომ „სპეც რენთი“ მძიმე ტექნიკის გარდა აქტიურადაა ჩართული სამშენებლო ინვენტარის გაქირავების სერვისში. ასორტიმენტის გაზრდის და ბაზარზე ინოვაციური პროდუქტის შეთავაზების მიზნით „სპეც რენთი“ CONDOR-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში.

CONDOR-ი საყალიბე სისტემების მწარმოებელი იტალიური ბრენდია, რომლის პროდუქციის ფიზიკური მახასიათებლები სრულად პასუხობს თანამედროვე სამშენებლო გამოწვევებს. ამცირებს სამუშაო დროსა და ადამიანური რესურსის როლს სამშენებლო პროცესში. ამ ტიპის კედლისა და კოლონების საყალიბე სისტემები განკუთვნილია ბეტონის სამუშაოების საწარმოებლად ნებისმიერი ტიპის კედელისა და სვეტების ფორმირებისთვის. „საყალიბე სისტემების გამოყენებით, დამატებითი ინვენტარის გარეშე, მარტივადაა შესაძლებელი კედლისა და სვეტების ფორმირება. CONDOR-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი „სპეც რენთს“ საშუალებას აძლევს გაზარდოს პოზიციონირების მასშტაბები და ხელი შეუწყოს სამშენებლო სექტორს, ხარისხზე კომპრომისის გარეშე, მოკლე დროში მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ CONDOR-ის ბრენდის საყალიბე სისტემა აქტიურად იქნა გამოყენებული საცხოვრებელი კომპლექსის, "m² მირცხულავაზე" მშენებლობის პროცესში,“ - აცხადებს „სპეც რენთის“ დირექტორი ლაშა ჭულუხაძე.

ბრენდი დინამიკურად განაგრძობს სექტორისთვის ტექნიკურად გამართული, მრავალფეროვანი ტექნიკის და მომსახურების სერვისის შეთავაზებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები