მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური
06.01.24 20:07
914

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია “ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები