რუსთაველის გამზირზე პერიოდულად იძაბება ვითარება.
ამ წუთებში სპცერაზმმა ცრემლსადენი გაზის კაფსულები ისევ გაუშვა. დემონსტრანტები კი ფოიერვერკებს ისვრიან.
უკვე მეოთხე ღამეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.