მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეცრაზმმა აქციის დაშლის ოპერაცია დაიწყო - გაუშვეს წყლის ჭავლი

სპეცრაზმი

საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლის ოპერაცია დაიწყო - გაუშვეს წყლის ჭავლი. ასევე, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.

იქამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ისმოდა გამაფრთხილებელი სიგნალი.

პროევროპული აქციის მონაწილეები წყლის ჭავლს ფოიერვერკებით პასუხობენ და ტერიტორიას არ ტოვებენ. დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ.

გარდა ამისა, რამდენიმე საათის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მშობლებს მოუწოდა „იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები". მსგავსი ტიპის გაფრთხილება გაავრცელა სახალხო დამცველმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები