მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპეცტანსაცმელი საქართველოში: ტენდენცია, კანონი და ბიზნეს პრაქტიკა

სპეცტანსაცმელი
27.03.26 16:21
596

საქართველოს ბიზნეს სექტორი ბოლო წლებში შესამჩნევად გაფართოვდა. 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყნის საერთო ბრუნვამ 228,5 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დასაქმებულთა რიცხვმა 866 000-ს გადაასწრო. ეს რიცხვები მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი არ არის. ისინი კავშირშია სამუშაო სივრცეში სტანდარტიზებული ჩაცმულობის მოთხოვნასთან. სამშენებლო, სამედიცინო თუ სასტუმროს სფეროში დასაქმებული ადამიანები სპეცტანსაცმლის პოტენციური მომხმარებლები არიან.

ამის ფონზე საქართველომ შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა. კანონი საწარმოებს ავალდებულებს, თანამშრომლები შესაბამისი დამცავი აღჭურვილობითა და სამუშაო ფორმით უზრუნველყონ. შედეგად, სპეცტანსაცმელი, რომელიც ადრე მხოლოდ ვიზუალური ელემენტი იყო და მისი გამოყენება ბიზნესის კეთილ ნებას ეფუძნებოდა, დღეს საკანონმდებლო ვალდებულებაა.

სამშენებლო ინდუსტრიაში სპეცტანსაცმლის დანიშნულება ყველაზე კარგად ჩანს. საქართველოში ამ სექტორში 16 482 აქტიური კომპანიაა. ამ კომპანიების თანამშრომლები ყოველდღიურად ისეთ გარემოში მუშაობენ, სადაც ტრავმის ან პროფესიული დაზიანების რისკი მაღალია, რაც კომპლექსური დაცვის საჭიროებას ქმნის. ამ სექტორში სამუშაო და სპეცტანსაცმელი ამჟამად PPE სტანდარტებს ექვემდებარება, რაც მხოლოდ ვიზუალური კომფორტის ნაწილი აღარაა.

სამედიცინო სფეროში მოთხოვნები განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია. სამედიცინო ქსოვილი, ჰიგიენური და ექსპლუატაციური თვალსაზრისით, განსხვავებულ პარამეტრებს ექვემდებარება. მაგალითად, პრემიუმ კლასის TRS ქსოვილი, რომელიც 78% პოლიესტერს, 19% ვისკოზასა და 3% სპანდექსს შეიცავს, ისეა შექმნილი, რომ პროფესიული საქმიანობის შესრულების პროცესი კომფორტული იყოს და ამავდროულად, ანტიბაქტერიული თვისებებიც ჰქონდეს. ჰოსპიტლებისა და კლინიკების გარდა, ეს მოთხოვნები სტომატოლოგიურ, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებებსაც ეხება.

სასტუმრო, რესტორნისა და კვების სფეროში სამუშაო ფორმა როგორც ჰიგიენური სტანდარტის დაცვას, ასევე ბრენდის ვიზუალური კომუნიკაციის განვითარებასაც უნდა ემსახურებოდეს. შესაბამისად, სპეცტანსაცმელი კომპანიებისთვის თანდათან უფრო პრიორიტეტული ხდება. მაგალითად, სასტუმროს ბიზნესისთვის, სადაც სტუმარი მომსახურე პერსონალის გარეგნობასაც აქცევს ყურადღებას, ამ ორი ფუნქციის შეთავსება სავალდებულო ხდება.

ბიზნესები სამუშაო ტანსაცმელს ხშირად საოპერაციო ხარჯად განიხილავენ. სინამდვილეში, სურათი განსხვავებულია. შრომის ინსპექციის სანქციები, ტრავმასთან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯები და კადრების მონაცვლეობა ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე სათანადო სპეცტანსაცმლის შეძენა. გარდა ამისა, კვლევები გვიჩვენებს, რომ კორპორაციული სტანდარტი თანამშრომლის მოტივაციასა და მომხმარებლის ნდობაზე გავლენას ახდენს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართულ ბაზარზე სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს სამუშაო ფორმის სტანდარტიზებას. სამკერვალო საწარმო “ლიდერი”, რომელიც 2016 წლიდან ქართულ ბაზარზეა და უნიფორმებს ამზადებს, ადგილობრივ წარმოებას ავითარებს. ის სამუშაო და სპეცტანსაცმელს ქმნის ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორებიც სამშენებლო, სამედიცინო და HORECA სექტორია.

სამკერვალო საწარმო “ლიდერი” მომხმარებლებს მრავალი პროფილით ემსახურება: განსხვავებული ტექსტილი, უნიფორმების შეკერვა სასურველი დიზაინით, ბრენდირება - როგორც საპრინტი, ასევე საქარგი აპარატით და მიწოდება უმოკლეს ვადაში.

კანონის ამოქმედების შემდეგ, ქართულ ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის მიმართვიანობის ზრდასთან ერთად შეკითხვებიც წამოჭრა. კომპანიებისთვის ყველაზე დიდ ინტერესის საგნად იქცა ის, თუ სად შეძლებენ სტანდარტთან შესაბამისი სპეცტანსაცმლის შეძენას.

ბიზნეს გარემოს ფორმალიზებამ, ტურიზმის სექტორის ზრდამ და სამედიცინო ინდუსტრიის გაფართოებამ ქართულ კომპანიებს ახალი გამოწვევა გაუჩინა. ისინი სულ უფრო ხშირად ეძებენ მომწოდებელს, რომელიც სამუშაო ტანსაცმლის საკითხს კომპლექსურად მოაგვარებს. ამ ტენდენციის ფონზე, სპეცტანსაცმლის ბაზარი შემდგომ წლებშიც გაიზრდება, ბიზნესებმა კი არჩევანი სანდო და გამოცდილ საწარმოზე უნდა შეაჩერონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები