მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპილენძის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

სპილენძი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების მოლოდინში, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე სპილენძის ფასი რეკორდულად გაიზარდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სპილენძი 9%-ითაა გაძვირებული, ხოლო მიმდინარე წელს ფასის ზრდის მაჩვენებელი 41%-ს აღწევს და ტონაზე 12,600 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მომავალი წლიდან აშშ-ის მთავრობა სპილენძის იმპორტზე დამატებით ტარიფს აამოქმედებს, რაც ქვეყანაში მეტალის შეძენას გააძვირებს, ამიტომ კომპანიები მას წინასწარ ყიდულობენ და მარაგებს ავსებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები