მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპილენძის კონცენტრატებისა და ფეროშენადნობების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

5a660c4ba2560
თამუნა დემეტრაშვილი
22.01.18 20:00
1259
სპილენძის კონცენტრატებისა და ფეროშენადნობების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, სპილენძის კონცენტრატების ექსპორტი 2017 წელს 34%-ით, ფეროშენადნობებისა კი 81%-ით გაიზარდა. მათგან მიღებულმა შემოსავლებმა შესაბამისად, 420 და 307 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ორი პროდუქტი საექსპორტო პროდუქტების ათეულის სათავეშია და ჯამში მთელი ქართული ექსპორტის თითქმის 27%-ს შეადგენს.

მნიშვნელოვნად, 41%-ით, არის გაზრდილი ავტომანქანების რეექსპორტიც, ამ სექტორიდან შემოსავალმა 235 მილიონი დოლარი შეადგინა. 171 მილიონი დოლარი შემოვიდა ქვეყანაში 2017 წელს ღვინის ექსპორტიდან, ზრდამ კი 2016 წელთან შედარებთ 51% შეადგინა. 37%-ით არის გაზრდილი ეთილის სპირტისა და სპირტიანი სასმელების საექსპორტო ჯგუფი, შემოსავალმა კი 126 მილიონი დოლარი შეადგინა.

ათეულში შემავალ საექსპორტო პროდუქცებს შორის შემცირებაა მხოლოდ ორი მიმართულებით: კერძოდ, 54%-ით იკლო თხილის ექსპორტმა, გადამუშავებული ოქროს ექსპორტისგან კი ქვეყანამ 2016 წელთან შედარებით 13%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, რამაც 70 მილიონი დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2017 წელს ქვეყნიდან 2,7 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 30%ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები