მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სპორტ დარბაზების მოწყობაზე ინტერესი იზრდება“ - რას სთავაზობს კომპანია Technogym ბაზარს?

ფიტნესი
20.11.24 15:34
398

Technogym იტალიური პრემიუმ ბრენდი ფიტნეს აღჭურვილობების წარმოებისა და wellness-ის მიმართულებით, რომელიც 1983 წელს, იტალიაში დაარსდა. კომპანია მომხმარებელს როგორც პირადი, ასევე კომერციული მოხმარებისთვის საჭირო აღჭურვილობებს სთავაზობს.

მსოფლიო ბრენდი ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და მას შემდეგ საქართველოს პრესტიჟული სასტუმროები და ფიტნეს დარბაზები Technogym-ის პროდუქციით არის აღჭურვილი. როგორც Technogym-ის საქართველოს წარმომადგენელმა მამუკა ქერიმოვმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ბრენდი ქართველ მომხმარებელს განსხვავებულ, თავისზე მორგებულ მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს.

„ბოლო რამდენიმე წელია დეველოპერებმა თავის პროექტებში ფიტნეს სივრცეების მოწყობა აქტიურად დაიწყეს, რაც მომხმარებლისთვის დიდი კომფორტია. ზოგადად ველნეს ინდუსტრია ბოლო წლებში საქართველოში კარგად ვითარდება, ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიძლება ითქვას, რომ აღწევს პიკს. წელიწადში მინიმუმ 3-4 ახალი დარბაზი იხსნება და ცალკეა სახლისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური სივრცეების მოწყობა.

ჩვენ ვმუშაობთ როგორც დეველოპერებთან, ისე სასტუმროებთან და ინდივიდუალურ მფლობელებთანაც. მომსახურება მოიცავს სრულ ციკლს. DWG ფაილის მოწოდებით, Technogym-ის გამოცდილ დიზაინერებთან ერთად იქმნება ფიტნეს სივრცის სრული სურათი, დაწყებული "ტექნოჯიმის" დანადგარების მიზნობრივი განთავსებიდან დასრულებული სწორი ელექტრო დაგეგმარებით. საბოლოოდ კი, დასრულებული ვერსია 2 ან 3D ფორმატში მიეწოდება მომხმარებელს. ასევე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ე.წ. After sales და customer success მიმართულებები, რაც გულისხმობს იმას, რომ პროცესი მხოლოდ შეძენით არ სრულდება, არამედ კომპანია მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ შედეგებს ტექნოჯიმის დანადგარებით.

რაც შეეხება მოვლა-პატრონობას, ჩვენ ვართ ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში რომელსაც გააჩნია ოფიციალური სერვისს ცენტრი, გამოცდილი გუნდით.“ - განაცხადა ქერიმოვმა.

Technogym გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითაც, ის იყო პირველი, ვინც დანადგარებში ინტეგრირებული ტელე ეკრანი და ინტერნეტკავშირი უზრუნველყო. ამასთან, კომპანია მუდმივად ცდილობს განვითარდეს და შექმნას ტექნოლოგიურად დახვეწილი დანადგარები, რომლებიც იქნება მიმზიდველი საბოლოო მომხმარებლისათვის.

Technogym წლებია ინვესტიციას ახორციელებს ციფრული ეკოსისტემაში, ეკოსისტემა, თავის მხრივ უზრუნველყოფს დაკავშირებულ აღჭურვილობას, აპლიკაციებსა და სავარჯიშო ვიდეო კონტენტს, რომელიც სხვადასხვა სესიებსა და რუტინებს მოიაზრებს. შედეგად თითოეულ მომხმარებელს ტექნოჯიმის აღჭურვილობის დახმარებით თავისზე მორგებული პერსონალური ვარჯიშის გამოცდის შესაძლებლობა აქვს.


„Technogym არ არის მხოლოდ კომპანია, რომელიც აწარმოებს ფიტნეს აღჭურვილობებს, არამედ ეხმარება ადამიანებს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ wellness-ში და დავეხმაროთ მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში“. - განაცხადა BMG-სთან საუბრისას Technogym საქართველოს წარმომადგენელმა მამუკა ქერიმოვმა.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები