მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტის დაზღვევა პირველად ქართულ სადაზღვევო ისტორიაში

BM.GE
13.07.22 13:43
434
რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია 2021 წელს საქართველოს რაგბის ეროვნული კავშირის ოფიციალური მზღვეველი გახდა. შეიქმნა საქართველოში უპრეცედენტო, უნიკალური სპორტული პაკეტი, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიერ მიღებული სპორტული ტრავმის 100% დაფარვას მოიცავს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ქართული სპორტის სადაზღვევო ისტორიაში ასეთი სრულფასოვანი დაზღვევა ამ ეტაპამდე არ არსებობდა. პოლისი ითვალისწინებს რაგბის სპეციფიკასა და თითოეული სპორტსმენის შეუფასებელ ღვაწლს, აქედან გამომდინარე შემუშავდა აღნიშნული პაკეტი. ამავდროულად თითოეულ დაზღვეულ მორაგბეს ემსახურება მათ საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო განათლების მქონე პირადი მენეჯერი, რომელთა დახმარებით ნებისმიერ მომსახურებას მიიღებენ ოპერატიულად და მარტივად.

სტუმარი: რუსუდან ცატავა - „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს სამედიცინო სერვისების მიწოდების ჯგუფის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები