მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპორტის სამინისტროს სპორტსმენების ფულადი პრიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან 8 714 625 ლარი გამოეყო

586f9ccc5f39a
BM.GE
06.01.17 17:30
1109
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 12 029 625 ლარი გამოეყო. მთავრობის 22 დეკემბრის განკარგულების მიხედვით, თანხა 2016 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო.

აქედან, 1 705 440 ლარი - 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებისთვის, მწვრთნელთა და ადმინისტრაციული ჯგუფისთვის ფულადი პრიზების გაცემის მიზნით გამოიყო; 374 000 ლარი - 2016 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს პარალიმპიური ნაკრები გუნდის წევრებისთვის, მწვრთნელთა და ადმინისტრაციული ჯგუფისთვის ფულადი პრიზების გაცემის მიზნით; 3 429 580 ლარი - 2016 წელს სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებში გამართულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებისთვის, მწვრთნელთათვის, შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციული ჯგუფებისა და აგრეთვე პარაოლიმპიურ სპორტში მიღწეული შედეგებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებისა და მწვრთნელთათვის ფულადი პრიზების გაცემის მიზნით; 1 570 375 ლარი - 2016 წელს სპორტის ინდივიდუალურ არაოლიმპიურ სახეობებში გამართულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებისა და მწვრთნელთათვის ფულადი პრიზების გაცემის მიზნით; 508 300 ლარი - 2016 წელს სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში გამართულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებისთვის, მწვრთნელთათვის, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ფულადი პრიზების გაცემის მიზნით; 40 800 ლარი - ლაშა ტალახაძისათვის ძალოსნობაში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მინიჭებასთან დაკავშირებით, ლაშა ტალახაძის, მისი პირადი მწვრთნელის, ძალოსნობაში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის, საექიმო პერსონალისა და ა(ა)იპ - საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციული ჯგუფის წევრების წახალისების მიზნით გამოიყო, ხოლო 85 000 ლარი - პარაოლიმპიურ ფარიკაობაში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული შედეგებისთვის, პარაოლიმპიურ ფარიკაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მერაბ ბაზაძისთვის ფულადი პრიზების გაცემის მიზნით გამოიყო. ასევე, 1 001 130 ლარი საქართველოს ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალისათვის ფულადი პრიზების გაცემის მიზნით გამოიყო. 3 315 000 ლარი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების თითოეული ლიცენზირებული მონაწილისათვის განსაზღვრული თანხების შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციებისათვის გაცემის მიზნით გამოიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები