ამასთან, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამინისტროს აპარატში შტატგარეშე მოსამსახურეების სახით 2016 წლის განმავლობაში საშუალოდ დასაქმებული იყო 25 პირი. შტატგარეშე მოსამსახურეებთან, შესაბამის სტრქუქტურულ ერთეულში შრომითი საქმიანობის განხორციელების თაობაზე, დადებული იყო ვადიანი ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა უწყვეტად გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში. საშტატო განრიგით გათვალისწინებული 11 ერთეული ვაკანსიის პირობებში, შტატგარეშე მოსამსახურეები ფაქტიურად დასაქმებული იყვნენ მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

























