23 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, სპორტის სასახლესთან ბორჯომიდან ჩამოტანილი დამწვარი ნაძვის ხეები იქნება გამოფენილი. ეს გახლავთ კრეატიული სააგენტო ლივინგსტოუნისა და ტრიპექსის სოციალური აქცია, რომელიც ბორჯომის დამწვარი ტყე-პარკის აღდგენის მიზანს ატარებს.
„სტიქია, რომელმაც 1000-მდე ჰექტარი გაანადგურა, თუთქოს ყველამ უკვე დაივიწყა, თუმცა მის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართვა კვლავ მნიშვნელოვანია.
დროა ბუნების გადასარჩენად კიდევ ერთი ტრადიცია დავნერგოთ, - ამ ახალ წელს ლამაზი ნაძვის ხეების დადგმასთან ერთად, ერთი ნამდვილი ხეც დავრგოთ.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი borjomistvis.ge, საიდანაც ხეების დარგვა მარტივად არის შესაძლებელი“, - განმარტავენ კამპანიის ავტორები.

























