მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Sports Illustrated-ის ჟურნალი, რომელზედაც მაიკლ ჯორდანი იყო გარეკანზე გამოსახული, აუქციონზე $230 ათასად გაიყიდა

Michael Jordan Sports Illustrated

1983 წლის 28 ნოემბრის ჟურნალ Sports Illustrated-ის ნომერი College Basketball Preview ჟურნალის, რომლის გარეკანზეც პირველად გამოჩნდა მაიკლ ჯორდანი, შაბათ საღამოს აუქციონზე $230 000-ად გაიყიდა. აუქციონი ჩაატარა კომპანია Goldin-მა და ეს ლოტი ყველა დროის ყველაზე ძვირად შეფასებული ჟურნალი გახდა, რადგან მან დაახლოებით 100,000 დოლარით გადააჭარბა წინა რეკორდს — 1984 წლის 10 დეკემბრის A Star is Born“ნომერს, სადაც ასევე გარეკანზე ჯორდანი იყო.

ჟურნალი, რომელიც ამჯერად გაიყიდა, განსაკუთრებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო მაიკლ ჯორდანის პირველი გამოჩენა Sports Illustrated-ის გარეკანზე, არამედ იმიტომაც, რომ ეს არის ერთადერთი ეგზემპლარი, რომელმაც დღემდე 9.6 შეფასება მიიღო კომპანია Professional Sports Authenticator-სგან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ PSA-იმ, რომელიც ძირითადად სავაჭრო ბარათების შეფასებით არის ცნობილი, ჟურნალების შეფასება მხოლოდ გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამავე დროს CGC, რომელიც ძირითადად კომიქსების შეფასებით არის ცნობილი, ჟურნალებს 2009 წლიდან აფასებს და მის რეესტრში ასევე არის ამ ნომრის ერთი 9.6 შეფასების ეგზემპლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები