მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტსმენები და ხელოვანები, რომელიც გუშინდელი აქციის დაშლას გამოეხმაურნენ

აქცია

გუშინ, აქციის "არა რუსულ კანონს" დაშლას სოციალურ ქსელში ქართველი სპორტსმენები და ხელოვანები ეხმაურებიან.

აქციის დაშლას, სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეობის გაზიარებით გამოეხმაურნენ, რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები, დავით ნინიაშვილი და ნიკა აბულაძე, რომელმაც დაწერა " არა ძალადობას, არა რუსეთის მონებს". ასევე, მორაგბე სოსო მათიაშვილი.

კალათბურთელი გიორგი ცინცაძე სოციალურ ქსელში გუშინდელი აქციის კადრებს აზიარებს და წერს, რომ "ქართველები ყოველთვის ისტორიის სწორ მხარეს იდგენენ".

ასევე, დაშლის და სამართალდამცველთა მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის კადრები გააზიარა აშშ-ს საკალათბურთო ასოციაციის და სან-ანტონიო სპერსის კალათბურთემა, სანდრო მამუკელაშვილმა.

"სირცხვილი" - წერს MMA-ის მებრძოლი, კოტე მაჩაბელი და აქციის ვიდეოს აზიარებს, სადაც სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება.

"ისევ საქართველოს ნაკრებში მინდა თამაში და არა დსთ-ს თასზე! არა რუსეთს, საქართველო მიყვარხარ" - ასე გამოეხმაურა ფუტსალის ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თოდუა სოციალურ ქსელში "არა რუსულ კანონს" აქციის დაშლას.

"საკუთარი ხალხის ესე რტყმევა-ჩაგვრა-გაწირვა, სამწუხაროდ, ბევრის მთქმელია ჩვენზე, როგორც სოციუმზე და ერზე" - წერს კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე და აქციის ვიდეოს აზიარებს, სადაც სპეცრაზმი მოქალაქეებზე ძალადობს.

"არა ძალადობას! არა მონობას! არა რუსეთს!!!" - საქართველოს 7 კაცა მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი, სერგი ჩხაიძე.

დაშლილ აქციას და რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ მოდელები, მატილდა გვარლიანი და თაკო ნაცვლიშვილი, ასევე თაკო ჩხეიძე.

ყოფილმა მოდელმა და "იმედის" გადაცემის წამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმაც დაშლის კადრი გაავრცელა წარწერით "რატომ, რატომ?".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები